მანდილოსნებმა გუშინ აიღეს სტარტი. უცხოურ ტურნირებში ასპარეზობის გამო თბილისში სათამაშოდ ვერ ჩამოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო სპორტმენები _ ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი. ამიტომ პირველ ნომრადაა განთესილი საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი სოფიო შაფათავა, რომელიც დღეს ჩაებმება პაექრობაში და მარიამ მიქელთაძის მძლეველ (6:3, 6:3) ლანა როსტიაშვილს დაუპირსპირდება.
ჩემპიონატზე მე-2 ნომერია თათია მიქაძე, რომელმაც ამას წინათ ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა,
ასევე, მეორე წრიდან ითამაშებენ ეკა გორგოძე, ანა ჯიქია და დიანა დავითაია, ტურნირზე მათ, შესაბამისად, III-V ნომრები აქვთ. დანარჩენ ჩოგბურთელთა პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: თამარ ცხაკაია-მარიამ სხირტლაძე 6:1, 6:0, ბარბარე ერისთავი-მარიამ გოგელაშვილი 6:2, 7:6, თეონა ტატიშვილი-თამარ მილევსკაია 7:6, 7:6, რუსუდან ბებერაშვილი-ესტერ სარქისიანი 7:5, 6:3, თამარ კომახიძე-მარიამ კიკნაძე 6:0, 6:2, თეონა ფიფია-კლეოპატრა ქარუმაშვილი 6:1, 6:4, მარიამ დგებუაძე-ვიქტორ ჟორჟოლიანი 6:0, 6:1, ანი გოგვაძე-მარიამ ქურასბედიანი 6:1, 4:2 (უარი), ეკატერინე ლასარეიშვილი-გვანცა ჯინჭარაშვილი 6:0, 6:2.
ჩემპიონატზე დღეიდან ვაჟებიც მოსინჯავენ ძალებს.