ჩოგბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი ქალებმა დაიწყეს

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დაიწყო საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც 27 ქალი და 32 მამაკაცი მონაწილეობს.

მანდილოსნებმა გუშინ აიღეს სტარტი. უცხოურ ტურნირებში ასპარეზობის გამო თბილისში სათამაშოდ ვერ ჩამოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო სპორტმენები _ ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი. ამიტომ პირველ ნომრადაა განთესილი საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი სოფიო შაფათავა, რომელიც დღეს ჩაებმება პაექრობაში და მარიამ მიქელთაძის მძლეველ (6:3, 6:3) ლანა როსტიაშვილს დაუპირსპირდება.

ჩემპიონატზე მე-2 ნომერია თათია მიქაძე, რომელმაც ამას წინათ ბათუმის ნავთობტერმინალის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა,
წყვილთა პაექრობაში კი შაფათავასთან ერთად მთავარი პრიზი მოიპოვა. დღეს იგი თამარ ჭალაგანიძეს შეხვდება, რომელმაც გუშინ ელენე ქოქაშვილი დაამარცხა იოლად _ 6:1, 6:2.

ასევე, მეორე წრიდან ითამაშებენ ეკა გორგოძე, ანა ჯიქია და დიანა დავითაია, ტურნირზე მათ, შესაბამისად, III-V ნომრები აქვთ. დანარჩენ ჩოგბურთელთა პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: თამარ ცხაკაია-მარიამ სხირტლაძე 6:1, 6:0, ბარბარე ერისთავი-მარიამ გოგელაშვილი 6:2, 7:6, თეონა ტატიშვილი-თამარ მილევსკაია 7:6, 7:6, რუსუდან ბებერაშვილი-ესტერ სარქისიანი 7:5, 6:3, თამარ კომახიძე-მარიამ კიკნაძე 6:0, 6:2, თეონა ფიფია-კლეოპატრა ქარუმაშვილი 6:1, 6:4, მარიამ დგებუაძე-ვიქტორ ჟორჟოლიანი 6:0, 6:1, ანი გოგვაძე-მარიამ ქურასბედიანი 6:1, 4:2 (უარი), ეკატერინე ლასარეიშვილი-გვანცა ჯინჭარაშვილი 6:0, 6:2.
ჩემპიონატზე დღეიდან ვაჟებიც მოსინჯავენ ძალებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული