ფავორიტები ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში სპეციალისტები ფავორიტებად თავიდანვე ქვეყნის ნაკრების წევრებს - სოფიო შაფათავას და თათია მიქაძეს მიიჩნევდნენ, რომლებიც ტურნირზე პირველ-მეორე ნომრებად არიან განთესილი. ისინი ავანსებს ამართლებენ. გუშინ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე მანდილოსნებმა ორ-ორი შეხვედრა გამართეს.

მეორე წრეში სოფიო შაფათავამ იოლად სძლია ლანა როსტიაშვილს - 6:1, 6:2, აი, მე-6 ნომრად განთესილ ბარბარე ერისთავის დასამარცხებლად კი სამი სეტი დასჭირდა. არადა, მას შემდეგ, რაც პირველი ხელი შაფათავამ 6:0 მოიგო, მეორეში მის წაგებას არავინ ელოდა. ეტყობა, სოფიომ ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დაისაჯა
კიდეც - 4:6. მესამე სეტის სათამაშოდ უფრო მობილიზებული გამოვიდა კორტზე, მეტოქეს 6:2 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დღეს მესამე ნომერ ეკა გორგოძეს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ჯერ თეონა ტატიშვილი (6:0, 6:0), შემდეგ კი თამარ კომახიძე (6:1, 6:2) ჩამოიშორა გზიდან. დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: მე-2 წრე. თამარ მიქაძე-თამარ ჭალაგანიძე 6:1, 6:0, ანი გოგვაძე-ეკატერინე ლასარეიშვლი 6:1, 6:3, ანა ჯიქია-მარიამ დგებუაძე 6:1, 6:3, დიანა დავითაია-თეონა ფიფია 6:0, 6:2. მეოთხედფინალი. დავითაია-ჯიქია 7:6, 7:6, მიქაძე-გოგვაძე 6:1, 6:2.

ამდენად, დღეს ნახევარფინალში ითამაშებენ შაფათავა-გორგოძე, დავითაია-მიქაძე. ამასთანავე, ვაჟები მეორე წრისა და მეოთხედფინალურ შეხვედრებს გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული