ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATF-ის რეიტინგით მას 182 ქულა აქვს და 262-ე ადგილზე იმყოფება) იტალიაში ბერგამოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება.

წლევანდელი სეზონის სტარტი წარმატებული გამოდგა - ბასილაშვილმა ზედიზედ სამ მასპინძელს სძლია: პირველ წრეში ემანუელ მოლინას მოუგო - 6:7, 6:0, 6:4, მეორეში ანდრეა პატრაჩინი დაჯაბნა - 7:5, 6:3, მესამე რაუნდში კი მარკო ჩეჩინატოს აჯობა - 6:3, 3:6, 6:3, რითაც ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ წარმატებით მან 3 სარეიტინგო ქულაც მოინაგრა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
3 არა 5ქულა .მიდი ნიკა .ჯიგარი ხარ. გაგვახარე.
goga68
13:39 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული