16 ქვეყნის წარმომადგენლები უმაღლეს ეშელონში აღსაზევებელი ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.
წილისყრით, შეჯიბრების მონაწილენი ოთხ ქვეჯგუფში განაწილდნენ. საქართველოს ნაკრები (მოთამაშე კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე, მწვრთნელი ლალი ზერეკიძე) A ჯგუფში ბელორუსს, ავსტრიასა და ხორვატიას დაუპირისპირდება.
დანარჩენ ჯგუფებში ითამაშებენ:
B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
C ჯგუფი. პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, თურქეთი.
D ჯგუფი. სლოვენია, ჰოლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი.
* * *
ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულნი პლეი ოფში უმაღლესი ეშელონის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო ბოლოადგილოსანნი ლიგაში დასარჩენად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები არ გავაწბილოთ, თუმცა, ვიმეორებ, ძალიან მძიმე პაექრობები გველის...
* * *
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ თამაშობს ქალთა ლიდერი ანა ტატიშვილი. მამამისმა, ბატონმა დიმიტრიმ, რომელიც ანას მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, გვითხრა, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის უწინდელმა ხელმძღვანელობამ მათთან დადებული შეთანხმება არ შეასრულა, რამაც ქართველი ჩოგბურთელის მომზადებაზე ურაყოფითად იმოქმედა, რეიტინგის შენარჩუნებაც პრობლემატური გახადა.
ისიც დასძინა, რომ ანა ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, ადეკვატურ მოპყრობას კი ვერ გრძნობდა...
როგორც შევიტყვეთ, ტატიშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს და მისი მოშუშება თუ ვერ მოასწრო, ალბათ, დოჰას ქალთა საერთაშორისო ტურნირზეც ვერ ითამაშებს...
* * *
ისევ ეილათის ტურნირს დავუბრუნდეთ. გაგაცნობთ A ჯგუფის გუნდების შემადგენლობას შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით:
ავსტრია: ივონ მოისბერგერი, პატრისია მაირ-ასლაიტნერი, ნიკოლ როტმანი, მელანი კლაფნერი, იურგენ ვებერი (კაპიტანი).
ბელორუსი: ილონა კრემენი, ალიაკსანდრა სასნოვიჩი, ლიდძია მაროზავა, ეკატერინა ძეჰალევიჩი, ტატიანა პუჩტი (კაპიტანი).
ხორვატია: დონა ვეკიჩი, ტერეზა მრდეზა, ანა კონიუჰი, დარია ჯურაკი, ივა მაიოლი (კაპიტანი).
6 თებერვალს A ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს ეთამაშება, ავსტრია - ხორვატიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"