საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების მესამე მარცხი ფედერაციის თასზე

AutoSharing Option
ეილათში (ისრაელი) ფედერაციის თასზე 8 თებერვალს ჯგუფური ტურნირი რვა ქვეყნის ჩოგბურთელმა ქალებმა დაასრულეს.

A ჯგუფში საქართველოს ნაკრები მესამე ტურშიც მშრალი ანგარიშით დამარცხდა ავსტრიასთან: მაკა ჩახნაშვილმა (რეიტინგით 400-ე) სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია პატრისია მეირ-ეჩლეიტნერს (166) - 2:6, 1:6.

ივონე მეუსბურგერმა (147), ასევე, აშკარად აჯობა სოფიო შაფათავას (300) - 6:3, 6:2. ჩახნაშვილი-შაფათავას დუეტმა მელანი კლაფნერსა და ნიკოლე როტმანს პირველი ხელი კი მოუგო - 6:2, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი დათმო ერთნაირი ანგარიშით - 4:6, 4:6. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

გუშინვე
A ჯგუფში ხორვატიამ ბელარუსი დაჯაბნა - 3:0 (ანა კონიუჰი-ალექსანდრა სასნოვიჩი - 6:7, 6:4, 6:2, დონა ვეკიჩი - ილონა კრემენი - 6:1, 7:6, დარია ჯურაკი/ტერეზა მრდეზა - ალექსანდრა სასნოვიჩი/ლიძია მაროზოვა - 7:6, 6:3).

მეორე ტურის შეხვედრები გამართეს B და D ჯგუფების წარმომადგენლებმა. B ჯგუფში დაწინაურდა უნგრეთის ნაკრები, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინასაც 3:0 მოუგო (გრეტა არნი - დეა ჰერდზელასი 6:3, 6:2, ტიმეა ბაბოში - ელენა სიმიჩი 6:0, 7:6; ტიმეა ბაბოში/კატალინ მაროში - დეა ჰერდზელასი/ანიტა ჰუსარისი 7:5, 6:4). მეორე პაექრობაშიც წარმატებას მიაღწია დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა, რომელმაც სტარტზე ბოსნიელების დამარცხების (3:0) შემდეგ გუშინ პორტუგალიელებს აჯობა 2:1 (ლაურა რობსონი - მარგარიდა მოურა 6:2, 6:1, ჰიტა ვატსონი - მიშელე ლარჩერ დე ბრიტო 1:6, 4:6. საგულისხმოა, რომ ვატსონი რეიტინგით მსოფლიო რეიტინგით 41-ეა, დე ბრიტო კი - 130-ე. რობსონი/ვასტონი - დე ბრიტო/იოანა ვალე კოსტა 6:2, 6:1).

D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები ასე დამთავრდა: ჰოლანდია - სლოვენია 3:0 (რიჩელ ჰოგენკამპი - ტიასა სრიმპე 6:2, 6:0, არანტა რუსი - ანდრეა კლეპაჩი 4:6, 6:3, 6:4; შუუფსი/ვან დერ მიიტი - რუბერტი/სრიმპე - სლოვენიელებმა თამაშზე უარი თქვეს). ბულგარეთი - ლუქსემბურგი 3:0 (ელიტსა კოსტოვა - ლაურა კორეია 6:1, 6:3, ცვეტანა პირონკოვა - ანე კრემერი 6:1, 6:4; ევტიმოვა/შინიკოვა - კორნელიუსი/კორეია 6:2, 6:2).

ორივე ჯგუფში ნახევარფინალისტები და პირველი ლიგიდან გავარდნის კანდიდატები დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ გაირკვევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული