21 თებერვალს წყვილთა პაექრობაში რუს მაია მელნიკოვასთან შეამხანაგებული (ისინი ტურნირზე მესამე ნომრად იყვნენ განთესილნი) მაია კაციტაძისა (რუსეთი) და დარია ლებეშევას (ბელორუსი) დუეტთან სამ სეტში დამარცხდა - 6:4, 3:6, 6:10.
ერთეულთა თანრიგში, როგორც გაუწყეთ, შაფათავა მე-8 ნომერია. სტარტზე ჩვენებურმა კსენია გაიდარჟის (რუსეთი) აჯობა - 6:4, 6:2, მეორე წრეში ანა კოვალს (რუსეთი) დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"