შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა ზღვისპირა ქალაქის კორტებზე ზედიზედ ორი შეჯიბრება მოიგო წყვილებში ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად.
ამჯერად კალაშნიკოვა მხოლოდ ერთეულთა თანრიგში მონაწილეობს და მე-5 ნომრადაა განთესილი.
4 აპრილს მან კვარცხლბეკისკენ ორი ნაბიჯი გადადგა: სტარტზე კვალიფიკაციიდან დაწინაურებული ჩეხი კრისტინა ჰრაბალოვა დაამარცხა სამსეტიან პაექრობაში - 6:1, 5:7, 6:3, მეორე წრეში კი შვედი რებეკა პოიკაჯარვი დაჯაბნა - 6:0, 6:2. მეოთხედფინალში უკრაინელ განა როზნიხირენკოს მძლეველ (6:3, 6:2) ვიქტორია გოლუბიჩს
წარმატების შემთხვევაში, პეტრა კრეიშოვას და ტერეზა მარტინოვას (ორივე - ჩეხეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ კრეიშოვამ მეორე წრეში ტურნირის რეიტინგფავორიტი, ფრანგი ვიქტორია ლარიე დაამარცხა - 6:4, 4:2 (ტრავმის გამო ფრანგმა შეჯიბრება ვერ დაასრულა).
ბადის მეორე მხარეს მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი, მე-7 ნომერი) - მელის სეზერი (თურქეთი, 4), ბასაკ ერაიდნი (თურქეთი, 2) - ელენ ალგურინი (შვედეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"