ოქსანა კალაშნიკოვამ ანტალიის ტურნირზე ორი წრე გაიარა

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვაც მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა ზღვისპირა ქალაქის კორტებზე ზედიზედ ორი შეჯიბრება მოიგო წყვილებში ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად.

ამჯერად კალაშნიკოვა მხოლოდ ერთეულთა თანრიგში მონაწილეობს და მე-5 ნომრადაა განთესილი.

4 აპრილს მან კვარცხლბეკისკენ ორი ნაბიჯი გადადგა: სტარტზე კვალიფიკაციიდან დაწინაურებული ჩეხი კრისტინა ჰრაბალოვა დაამარცხა სამსეტიან პაექრობაში - 6:1, 5:7, 6:3, მეორე წრეში კი შვედი რებეკა პოიკაჯარვი დაჯაბნა - 6:0, 6:2. მეოთხედფინალში უკრაინელ განა როზნიხირენკოს მძლეველ (6:3, 6:2) ვიქტორია გოლუბიჩს
(შვეიცარია) დაუპირისპირდება.

წარმატების შემთხვევაში, პეტრა კრეიშოვას და ტერეზა მარტინოვას (ორივე - ჩეხეთი) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ კრეიშოვამ მეორე წრეში ტურნირის რეიტინგფავორიტი, ფრანგი ვიქტორია ლარიე დაამარცხა - 6:4, 4:2 (ტრავმის გამო ფრანგმა შეჯიბრება ვერ დაასრულა).

ბადის მეორე მხარეს მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი, მე-7 ნომერი) - მელის სეზერი (თურქეთი, 4), ბასაკ ერაიდნი (თურქეთი, 2) - ელენ ალგურინი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული