ოქსანა კალაშნიკოვა ანდიჟანში მეორე ადგილს და 8 ქულას დასჯერდა

AutoSharing Option
უზბეკურ ანდიჟანში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ მე-2 ადგილი დაიკავა და სარეიტინგო 8 ქულაც დაიმსახურა.

ფინალში იგი მე-6 ნომრად განთესილ ალექსანდრა ვასილიევასთან (უკრაინა) ორ სეტში 4:6, 5:7 დამარცხდა, არადა, თავად ტურნირის მე-5 ნომერი იყო.

საგულისხმოა, რომ ეს ჩოგბურთელები შარშან ალმატის 25.000-იან ტურნირში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც ვასილიევამ გაიმარჯვა - 6:0, 6:3.

ორიოდე დღის წინათ მარგალიტა ჩახნაშვილი იტალიაში ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, სადაც ლეტისია კოსტასს (ესპანეთი) სძლია
- 2:6, 6:2, 6:2 და ძირითად ბადეში მოხვდა.

იქ კი ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩთან სამ სეტში დამარცხდა (7:5, 3:6, 6:7) და შეჯიბრებას გამოეთიშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული