ცეცხლი როლან გაროსის ფინალში - პროტესტი ერთსქესიანთა ქორწინებას [VIDEO]

AutoSharing Option
როლან გაროსზე მამაკაცთა ფინალში არა მხოლოდ რაფაელ ნადალის დომინირება, არამედ ერთი სკანდალური ეპიზოდი ვიხილეთ.

ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგო მოძრაობის წარმომადგენლებმა გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

თავდაპირველად ისინი შეძახილებით თამაშის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ ნადალსა და დავიდ ფერერს, შემდეგ კი კორტზე შეღწევა მოახერხა მამაკაცმა ანთებული მაშხალით. ის პირდაპირ ნადალისკენ გაიქცა, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დროულად გაიყვანეს დემონსტრანტი მოედნიდან.

აქტივისტები საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გადადგომას ითხოვდნენ.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ნადალი ჰალეს გამოტოვებს
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა გადაწყვიტა, უარი თქვას გერმანიის ჰალეს ტურნირში გამოსვლაზე,
რომელმაც 9 ივნისს აიღო სტარტი. რაფამ მიზეზად დაღლილობა დაასახელა.

"რა თქმა უნდა, ეს ცნობა ჩვენთვის უსიამოვნო იყო, მაგრამ პატივს ვცემთ მოთამაშის გადაწყვეტილებას, რადგან გვესმის, რომ ეს ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული", - კომენტარი გაუკეთა ნადალის გადაწყვეტილებას ჰალეს ტურნირის დირექტორმა რალფ უელბერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მერვედ მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული