ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონზე გამოვლენ

AutoSharing Option
24 ივნისს უიმბლდონის ტურნირის ძირითადი შეხვედრები დაიწყება.

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც კლასიფიკაციით 79-ე ადგილზეა, ძირითად ბადეშია და სტარტზე ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია, არადა, 22 წლის ხორვატი შარშან 42-ე ადგილზეც კი იყო. ანა და პეტრა 2012 წელს კვებეკის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩვენებურმა 6:2, 6:3 გაიმარჯვა.

შარშან ტატიშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში ტაილანდელ ტანაცუგარნს აჯობა და 100 ქულა დაიმსახურა, რომელიც წლევანდელ ასპარეზობაზე უნდა დაიცვას.

წყვილებში ორი წარმომადგენელი გვყავს: ტატიშვილი სიმონა ჰალეპთან (რუმინეთი)
არის შეამხანაგებული და პირველ წრეში სტეფანი ფორეცისა (საფრანგეთი) და ევა ჰრდინოვას (ჩეხეთი)
დუეტს გაუწევს მეტოქეობას; ოქსანა კალაშნიკოვასთან არის შეწყვილებული იანა ჩეპელოვა (სლოვაკეთი). ისინი ირინა ფალკონისა (აშშ) და ტატიანა მარიას (გერმანია) ტანდემის ოსტატობას გამოცდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე-14 ჩოგანია მარტიჩი? ტანაცუგარნი რატომ? S-ით წერია ხოლმე ეგ გვარი.
odala
12:33 22-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული