23 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც კლასიფიკაციით 79-ე ადგილზეა, ძირითად ბადეშია და სტარტზე ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდება.
ამ უკანასკნელს რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია, არადა, 22 წლის ხორვატი შარშან 42-ე ადგილზეც კი იყო. ანა და პეტრა 2012 წელს კვებეკის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩვენებურმა 6:2, 6:3 გაიმარჯვა.
შარშან ტატიშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში ტაილანდელ ტანაცუგარნს აჯობა და 100 ქულა დაიმსახურა, რომელიც წლევანდელ ასპარეზობაზე უნდა დაიცვას.
წყვილებში ორი წარმომადგენელი გვყავს: ტატიშვილი სიმონა ჰალეპთან (რუმინეთი)
დუეტს გაუწევს მეტოქეობას; ოქსანა კალაშნიკოვასთან არის შეწყვილებული იანა ჩეპელოვა (სლოვაკეთი). ისინი ირინა ფალკონისა (აშშ) და ტატიანა მარიას (გერმანია) ტანდემის ოსტატობას გამოცდიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"