ანა ტატიშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში მარცხი განიცადა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში ხორვატ პეტრა მარტიჩთან სამ სეტში წააგო - 1:6, 6:1, 3:6.

პირველ სეტში ხორვატის უპირატესობა აშკარა იყო და მან სეტი 22 წუთში მოიღო, ასეთივე უპირატესობა ჰქონდა ანას მეორე სეტში, რომელიც მან 27 წუთში მოიგო. გადამწყვეტ სეტში ხორვატმა 45 წუთში იძალა და მეორე წრეში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მარტიჩის ანგარიშზე 10 ეისია, არც ერთის წინააღმდეგ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული