ანა ტატიშვილმა ვერსმორლდის ტურნირის პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ვერსმორლდში (გერმანია), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), 2 ივლისს ძირითადი ბადის პირველი პაექრობები გაიმართა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ანა ტატიშვილმა იოლად სძლია კარენ ბარბატს (დანია) - 6:2, 6:1.

მეორე წრეში ჩიარა შოლსა (აშშ) და რენატა ვორაკოვას (ჩეხეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

ამავე ტურნირის პირველ წრეში სოფიო შაფავათა მასპინძელ ანტონია ლოტნერს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ტატიშვილ-ჩახნაშვილის დუეტი ტამარა კორპატჩსა და ტატიანა სტოლს (ორივე - გერმანია) შეხვდება.

პოლონურ ტორუნში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი მაკა ჩახნაშვილმა - პირველ წრეში მან მაგდალენა
ფრეჩი (პოლონეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3. მეორე წრეში კატარზინა კავას (პოლონეთი) და მეორე ნომრად განთესილ იულია ბეილეგზიმერს (უკრაინა) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ქაისერის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგში დაასრულა ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მე-2 ნომრად იყო განთესილი. სტარტზე იგი დავიდ სოფაერთან (ავსტრალია) დამარცხდა - 4:6, 1:6, თუმცა წყვილებში სამ ბარისთან (ირლანდია) ერთად განაგრძობს შეჯიბრებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული