ინტერვიუ უიმბლდონის ტრიუმფატორ ენდი მარეისთან

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ფინალური მატჩის მოგების შემდეგ, ბოლო 77 წლის განმავლობაში უიმბლდონის პირველმა ბრიტანელმა ჩემპიონმა ენდი მარეიმ ჟურნალისტების შეკითხებს უპასუხა...

- თქვენ თქვით, რომ არ არსებობს იმაზე დიდი წარმატება, ვიდრე შარშან, ამერიკის ღია პირველობის მოგება იყო. ახლა, როგორ ფიქრობთ?
- უიმბლდონზე გამარჯვება - საჩოგბურთო კარიერის მწვერვალია. ბოლო გეიმში დაუჯერებელი შეგრძნებები გადავიტანე. ის რამდენიმე ქულა ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში. დღემდე არ მჯერა, რომ ეს, როგორც იქნა, მოხდა.

- ბოლო გეიმის დროს გახსოვდათ, რომ მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, შეიძლებოდა უიმბლდონის პირველი ბრიტანელი
გამარჯვებული გამხდარიყავით?
- მატჩის ბოლო ნახევარი საათი ცოტათი გაფანტულია ჩემს გონებაში. კარგად არც მახსოვს, როგორ მოვახერხე 2:4-დან სეტის გადარჩენა.

- თამაში სამ პარტიაში დასრულდა, მაგრამ, ალბათ, ფინალმა ბევრი ენერგია წაგართვათ.
- რა თქმა უნდა. ძალიან ცხელოდა, ამ ტურნირზე კი ასეთ ამინდში არასოდეს მითამაშია. ამასთან, ნუ გადავიწყდებათ, რომ წელს, ზურგის ტრავმის გამო, როლან გაროსის გამოტოვება მომიწია. მარტო პირველი ოთხი გეიმი დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა, ამიტომაც შეხვედრა დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა.

- თქვენ თითქმის შეუძლებელი მოახერხეს - გაღიმება აიძულეთ თვით ივან ლენდლს (მარეის მწვრთნელი), რომელსაც უიმბლდონი არასოდეს მოუგია. როგორ მოგილოცათ მწვრთნელმა?
- ივანმა მითხრა, რომ ამაყობს ჩემით. ის მართლაც იშვიათად იღიმის ხალხში, მაგრამ ტელეკამერების მიღმა სულ სხვა ხასიათს ამჟღავნებს. რა თქმა უნდა, ივანისთვის უკეთესი იქნებოდა თავად მოეგო უიმბლდონი. ბევრისგან განსხვავებით, მას ჩემი ბოლომდე სჯეროდა და დიდი მოთმინება გამოიჩინა.

- რა გასწავლათ მწვრთნელმა პირველ რიგში?
- დამარცხებებისგან დასკვნების გამოტანა. ივანი ყოველთვის გულწრფელი იყო ჩემთან ურთიერთობაში და ლაპარაკობდა მხოლოდ იმას, რასაც ფიქრობდა - იქნებოდა ეს სასიამოვნო ფრაზები თუ საყვედური. ჩოგბურთში, როცა მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობას განსაკუთრებული ხასიათი აქვს, ეს არც ისე იოლია.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ გადამწყვეტი თვისება, რამაც ამ ტიტულის მოგების საშუალება მოგცათ?
- ვფიქრობ, მიზნის მისაღწევად სიჯიუტე და მონდომება. დიახ, მე მქონია არაერთი დასანანი მარცხი, მაგრამ, საერთო ჯამში, მთელი კარიერის განმავლობაში ვპროგრესირებდი.

- თქვენ მიაღწიეთ მიზანს, რომლისკენაც მრავალი წლის განმავლობაში მიდიოდით. ახლა არ ფიქრობთ სხვა რამეზეც დაფიქრდეთ, მაგალითად, თქვენ შეყვარებულს დაელაპარკოთ და ოჯახი შექმნათ?
- ამაზე ჯერ არ მიფიქრია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ბრიტანული ტრიუმფი 1936 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარეიმ დამსახურებულად მოიგო,რა გაყიდული,მარეი ბალახზე მაგარია
Giorgi
16:17 09-07-2013
0
გაყიდული არა გამოყიდული რეებს იტყვით ხოლმე? უიმბლდონის ფინალი როგორ უნდა გაყიდო რა ფულიც არ უნდა შემოგთავაზონ? უბრალოდ ენდის მისდიოდა თამაში და ჯოკოვიჩს არა.
emre
13:35 09-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული