აი, თბილისელმა სოფიო შაფათავამ კი ერთბაშად 20 საფეხურით გაიუმჯობესა სარეიტინგო მდგომარეობა.
დღეისთვის ქართველთა მონაგარი ასეთია: 101 (78). ანა ტატიშვილი (649 ქულა), 216 (236). სოფიო შაფათავა (260), 320 (313). ოქსანა კალაშნიკოვა (137), 443 (414). მაკა ჩახნაშვილი (76), 566 (491). სოფიო ქვაცაბაია (49), 618 (609). ეკატერინე გორგოძე (41), 854 (841). ნათია გეგია (17).
ქართველი ჩოგბურთელები ამჟამად საერთაშორისო ტურნირებზე იმყოფებიან და
* * *
ბუდაპეშტში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ითამაშებს ანა ტატიშვილი. შარშან ანამ მსგავს ტურნირში წარმატებით იასპარეზა: ზედიზედ სძლია ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას (1:6, 6:3, 6:1), უნგრელ ვანდა ლუკაჩს (6:1, 6:2) და კანადელ ალექსანდრა ვოზნიაკს (5:7, 7:6, 6:4), ნახევარფინალი იტალიელ სარა ერანთან დათმო - 2:6, 1:6, სარეიტინგოდ კი 130 ქულა მოიპოვა.
უნგრეთის დედაქალაქში ქართველი ჩოგბურთელი (იგი მე-8 ნომრადაა განთესილი) 9 ივლისს "უაილდ-ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდება.
წარმატების შემთხვევაში მეორე წრეში შანა პეერსა (ისრაელი) და ქსენია კნოლს (ავსტრია) შორის უძლიერესს შეხვდება.
წყვილებში ტატიშვილი რუს ნინა ბრატჩიკოვასთანაა შეამხანაგებული. სტარტზე ისინი აგნეს ბუკტასა და რეკა-ლუკა იანისთან (ორივე - უნგრეთი) გაარკვევენ ურთიერთობას.
* * *
პალერმოს 235.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში ცდიდა ძალებს მაკა ჩახნაშვილი, მაგრამ პირველივე შეხვედრა ტეოდორა მირჩიჩთან (სერბეთი) დათმო - 0:6, 5:7.
* * *
საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგის შეხვედრა სოფიო შაფათავამ მასპინძელ ლაურა ტორპესთან წააგო - 2:6, 1:6, თუმცა ასპარეზობას განაგრძობს წყვილებში: ბულგარელ ალექსანდრა ნაიდენოვასთან ერთად იულია ბეიგელზიმერისა და ოლგა სავჩუკის (ორივე - უკრაინა) დუეტს გაუწევს წინააღმდეგობას.
* * *
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სტამბულის 25.000-იან ტურნირში - სტარტზე თურქ იპეკ სოილუს აჯობა 6:4, 6:3. მეორე წრეში ემი ბითუტელსა (ირლანდია) და ზუზანა ზლოჩოვას (სლოვაკეთი) შორის უძლიერესს შეხვდება.
კალაშნიკოვა წყვილებში ლუდმილა კიჩენოკთან (უკრაინა) ერთად პირველი ნომერია და სტარტზე თავისუფალი იყო. მეოთხედფინალში მელის სეზერისა (თურქეთი) და ჟასმინა ტინჯიჩის (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ტანდემთან მოუწევს გაპაექრება.
* * *
სტამბულში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად ითამაშა გიორგი ცივაძემ - ჯერ ათა ჰერგუნვარიმს (თურქეთი) აჯობა - 6:2, 6:2, შემდეგ - ალექსანდრ დავიდს (საფრანგეთი) - 6:1, 6:4. ძირითადი ბადის პირველ წრეში იგი რუმინელ კოსტინ პავალს შეხვდება.
* * *
ძირითად ბადეშია დაშვებული ალექსანდრე მეტრეველი, რომელსაც ანტონ მანეგინი (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.
* * *
ამავე ტურნირის საკვალიფიკაციოში ჩაება მიხეილ ხმიადაშვილი, რომელიც დამიან ფარინოლასთან (ავსტრალია) დამარცხდა. წყვილებში მეტრეველი და ცივაძე კონტინ პავალისა და დავიდ სოფაურის (ავსტრალია) დუეტს შეხვდებიან.
* * *
სტამბულშივე, ოღონდ 42.500-იან ვაჟთა ტურნირში გამოდიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველსავე წრეში იგი უნგრელ მარტონ ფუჩსოვიჩთან დამარცხდა - 1:6, 5:7, წყვილებში კი თუნა ალთუნასთან (თურქეთი) ერთად თეიმურაზ გაბაშვილსა (რუსეთი) და დევიდ გოფინთან (ბელგია) წააგო - 3:6, 3:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"