ამერიკის ღია პირველობის კონტურები გამოჩნდა

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი ალისა კლეიბანოვა მონაწილეობას მიიღებს სეზონში "დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირში - US Open-ში.

ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როცა აშშ-ის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა სია, რომლებიც ძირითად ბადეში მოხვდებიან. მათ შორის ვხედავთ რეიტინგის TOP100-ის 98 სპორტსმენს. ქალთა ტურნირში ტრავმის გამო მონაწილეობაზე უარი თქვეს რომინა ოპრანდიმ და გარბინ მუგურუსამ. მათ ტიმეა ბაბოში და დინა პფიცენმაიერი შეცვლიან.

ოთხი ჩოგბურთელი, მათ შორის, კლეიბანოვა, გამოიყენებს დაცული რეიტინგის პუნქტს, რომლითაც სამჯერ შეიძლება სეზონის განმავლობაში სარგებლობა. რუსი მოთამაშის გარდა, ასეთი უფლება მიიღეს
ალექსანდრა ვოზნიაკმა, პეტრა ჩეტკოვსკამ და ალექსანდრა დულგერუმ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, რუსს ჩოგბურთელს ონკოლოგიური დაავადების - ჰოჯკინის ლიმფონის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც, კლეიბანოვას საჩოგბურთო კარიერის შეწყვეტა მოუწია. ჩოგბურთელს უიმბლდონზე გამოსვლა სურდა, მაგრამ უაილდ-ქარდზე მისი მოთხოვნა ორგანიზატორებმა არ დააკმაყოფილეს.

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ძირითადი ბადის კიდევ 16 მონაწილე საკვალიფიკაციო ტურნირის შემდეგ გახდება ცნობილი. რვა სპორტსმენს ორგანიზატორები უაილდ-ქარდს მიანიჭებენ.

მარტინამ მეორე დაგეგმა

მსოფლიოს ყოფილმა პირველ ჩოგანმა, შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა WTA-ის მეორე ტურნირში გამოსვლა დაგეგმა. ის 16-24 აგვისტოს მონაწილეობას მიიღებს ნიუ ჰევენის შეჯიბრში. შვეიცარიელი წყვილთა თანრიგში აპირებს თამაშს.

"მოუთმენლად ველი ნიუ ჰევენში დაბრუნებას, სადაც დუეტებში გამოვალ. ამერიკის ლიგაში - World Team Tennis-ში გამოსვლის შემდეგ, კარგ ფორმაში ვიმყოფები", - ამბობს ჩოგბურთელი ნიუ ჰევენის ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, ადრე ჰინგისმა განაცხადა, რომ ამერიკის ქალაქ კარლსბადის ტურნირზე აპირებს წყვილებში თამაშს, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყება. ეს იქნება მარტინას დიდ ჩოგბურთში დაბრუნება ექვსწლიანი შესვენების შემდეგ.

შარაპოვა კონორსზე დაიბოღმა
ქალთა რეიტინგის მეორე ნომერმა, რუსმა მარია შარაპოვამ თავის გულშემატკივრებს შთაბეჭდილებები გაუზიარა ლეგენდარულ ამერიკელთან ჯიმი კონორსთან პირველი ვარჯიშების შემდეგ.

"ცოტათი მაღიზიანებს ის, რომ მას ჩემზე ოთხით მეტი "დიდი სლემი" აქვს მოგებული", - იხუმრა თავის "ტვიტერზე" შარაპოვამ.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჯიმი კონორსის ხელმძღვანელობით მუშაობა უიმბლდონის შემდეგ დაიწყო.

მარეის სახელობის მარკა
ბრიტანეთის საფოსტო სამსახურის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა იმის შესახებ, რომ სპეციალური საფოსტო მარკის გამოშვებას აპირებს, რომელიც უიმბლდონზე ენდი მარეის გამარჯვებას მიეძღვნება.

როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება, მარკები გაყიდვაში აგვისტოში გამოვა და ერთ ცალის ფასი 3.76 ფუნტი სტერლინგი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარია შარაპოვამ სტენფორდზე უარი თქვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული