ხორვატი და მოლდოველი ჩოგბურთელები საკუთარი მატჩების შეგნებულად წაგებაში არიან ეჭვმიტანილნი

AutoSharing Option
ოთხი ხორვატი და ერთი მოლდოველი ჩოგბურთელი ეჭვმიტანილია გასულ კვირას საკუთარი მატჩების შეგნებულად დათმობაში.

ხორვატებმა - ანტონიო ვეიჩმა (172-ე ჩოგანი), ნიკოლა მეკტიჩმა (337), დინო მარცანმა (366), ტონი ანდროიჩმა (391) და მოლდოველმა რადუ ალბოტმა (209) სხვადასხვა ტურნირზე წააგეს მატჩები ორ სეტში.

ხორვატული პრესის ცნობით, გამოძიების ინიციატორებად გამოვიდნენ რუმინელი ბუკმეიკერები, რომლებმაც აღნიშნეს ანომალიურად მაღალი ფსონები ჩამოთვლილი ჩოგბურთელების წაგებებზე. ტოტალიზატორების ზარალმა 500 ათასი ევრო შეადგინა, რის შემდეგაც მათ ინტერპოლსა და ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს.

საინტერესოა, რომ ანტონიო ვეიჩი ერთხელ უკვე იყო ეჭვმიტანილი ჩაწყობილ თამაშებში
მონაწილეობაში. ეს მოხდა 2009 წელს, ზაგრების ტურნირზე, როცა არგენტინელ გილერმო კანიასთან მატჩის პირველ სეტზე შეინიშნებოდა ფსონების უცნაური მანიპულაციები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული