ხორვატებმა - ანტონიო ვეიჩმა (172-ე ჩოგანი), ნიკოლა მეკტიჩმა (337), დინო მარცანმა (366), ტონი ანდროიჩმა (391) და მოლდოველმა რადუ ალბოტმა (209) სხვადასხვა ტურნირზე წააგეს მატჩები ორ სეტში.
ხორვატული პრესის ცნობით, გამოძიების ინიციატორებად გამოვიდნენ რუმინელი ბუკმეიკერები, რომლებმაც აღნიშნეს ანომალიურად მაღალი ფსონები ჩამოთვლილი ჩოგბურთელების წაგებებზე. ტოტალიზატორების ზარალმა 500 ათასი ევრო შეადგინა, რის შემდეგაც მათ ინტერპოლსა და ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს მიმართეს.
საინტერესოა, რომ ანტონიო ვეიჩი ერთხელ უკვე იყო ეჭვმიტანილი ჩაწყობილ თამაშებში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"