საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი ისევ დაუბრუნდა საუკეთესო ასეულს - 678 ქულით ამჟამად ის 95-ე საფეხურზეა.
95 (104). ანა ტატიშვილი (678), 228 (222). სოფიო შაფათავა (248), 310 (324). ოქსანა კალაშნიკოვა (151), 432 (426). მაკა ჩახნაშვილი (83), 495 (620). ეკატერინე გორგოძე (65), 577 (571). სოფიო ქვაცაბაია (47), 864 (848). ნათია გეგია (18).
წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესოა კალაშნიკოვა - 1360
ქართველი ჩოგბურთელები ამ კვირასაც რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ბაქოს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) სამი ქართველი ასპარეზობს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ჯერ თანამემამულე თამარ ჭალაგანიძე დაამარცხა - 6:0, 6:0, შემდეგ კი უკრაინის სახელით მოთამაშე ოლექსანდრა კორაშვილს სძლია - 6:2, 6:1. ძირითადი ბადის სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ტერეზა მარტინცოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა რუსების მაია კაციტაძეს (6:2, 6:3) და ბელგიელ ისალინ ბონავენტურეს (6:2, 7:5) გადაუღობა გზა.
23 ივლისს კალაშნიკოვა-მარტინცოვას შორის უძლიერესი 24-ში მე-5 ნომრად განთესილი კაროლინა პლისკოვას (ჩეხეთი) მძლეველ (7:5, 6:4) ტადეა მაურიჩთან (სლოვენია) გაარკვევს ურთიერთობას.
"ბაქოს თასის" ძირითად ბადეშია დაშვებული ანა ტატიშვილი. ასპარეზობის სტარტზე ჩვენებური 23 ივლისს იტალიელ ნასტასია ბარნეტს ეთამაშება.
ქართველი ჩოგბურთელები წყვილებშიც მოსინჯავენ ძალებს. უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან შეამხანაგებული კალაშნიკოვა, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი, პირველ წრეში რუმინელი ალექსანდრა კატანდუს და ესპანელი ინეს ფერერ სუარესის დუეტს გაეპაექრება.
ანა ტატიშვილი ვესნა დოლონჩთან (სერბეთი) ერთად კამილა ფარნადსა (აზერბაიჯანი) და საბინა შარიპოვას (უზბეკეთი) გაეჯიბრება, ხოლო თამარ ჭალაგანიძე-ნაზრინ ჯაფაროვას (აზერბაიჯანი) დუეტი ილონა კრემენისა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.
ასტანაში (ყაზახეთი) 100.000-იან ტურნირზე იმყოფება სოფიო შაფათავა. პირველსავე წრეში იგი მე-5 ნომერ კაგლა ბუიუკაკჩაის (თურქეთი) შეხვდება. წყვილებში ჩვენებური კსენია პალკინასთან (ყირგიზეთი) ერთად ცდიდა ძალებს, მაგრამ სტარტზევე ლუკსიკა კუმხუმსა და ტარინე ტანასუგარნთან (ტაილანდი) ვერაფერი გააწყო - 2:6, 3:6.
* * *
ყაზახეთის დედაქალაქის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125.000 დოლარი) ჩაებმება ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში მისი მეტოქეა ჯეევან ნედუნჩეჟინი (ინდოეთი).
თურქეთის 10.000-იან ვაჟთა ტურნირში საასპარეზოდ დარჩნენ ქართველი ჩოგბურთელები. მიხეილ ხმიადაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ სძლია მასპინძლებს - მერთ ალტინალევსა (6:0, 6:2) და არდა უზუმკუს (6:3, 7:6). ძირითადი ბადის სტარტზე კი რობერტ კომანს (რუმინეთი) შეხვდება.
ალექსანდრე მეტრეველმა პირველ წრეში ჯეკ კარპენტერს (დიდი ბრიტანეთი) აჯობა - 6:3, 4:6, 6:1 და ალექს ლომპარტსა (პუერტო რიკო) და ბურკა კაკმაკს (თურქეთი) შორის უძლიერესს დაელოდება.
რაც შეეხებათ გიორგი ჯავახიშვილსა და გიორგი ცივაძეს, მათ, შესაბამისად, მატიე როისა (საფრანგეთი, 6:7, 2:6) და ფინ ტეარნეისთან (ახალი ზელანდია, 2:6, 2:6) დათმეს ორთაბრძოლები.
წყვილთა პაექრობის მე-2 წრეში გავიდნენ მეტრეველი და ცივაძე, რომლებმაც თურქები - მერთ ადანალი და მერთ ზირნკირლი დაამარცხეს - 6:2, 5:7, 10:3. მეოთხედფინალში ჩვენი ბიჭები მე-3 ნომრად განთესილ ალექს ლომპარტსა (პუერტო რიკო) და ფინ ტეარნეის (ახალი ზელანდია) დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"