ოლიმპიკის ტერიტორიაზე საჩოგბურთო კომპლექსიც აშენდება

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის განცხადებით, საცურაო აუზ "ოლიმპიკის" მიმდებარე ტერიტორიის 2.5 ჰექტარ ფართობზე ახალი საჩოგბურთო კომპლექსი აშენდება ღია და დახურული კორტებით. სულ კომპლექსში 3 დახურული და 8 ღია კორტი მოეწყობა სრული ინფარსტრუქტურით. კომპლექსის ასაშენებლად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ერთ-ერთი იტალური ფირმა კორტების კეთილმოწყობას 2011 წლის ზაფხულში დაასრულებს. მინისტრის თქმით, ახალ კომპლექსში ის ჩოგბურთელები და მწვრთნელები გადმოვლენ, რომლებიც ?ინამოს კორტებზე ვარჯიშობენ. ზამთრის პერიოდში კი, სანამ სამშენებლო სამუშაოები დამთავრდება, სახელმწიფო ოსტატ-შეგირდებს ალტერნატიულ პირობებს შესთავაზებს.

ლადო ვარძელაშვილი: ბოლო დღეებში
გავრცელებულმა ინფორმაციამ ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში - თითქოს სახელმწიფო სანაპიროზე მდებარე კორტებს ანგრევდეს. საქმე ისაა, რომ აქციების მფლობელებმა სანაპიროს კორტები რამდენიმე წლით გაასხვისეს და კერძო კომპანიას მიჰყიდეს, ამ კომპანიას კი საკუთარი გეგმები აქვს.

სახელმწიფოსთვის მთავარია, რომ ახალ თაობას ნორმალური სავარჯიშო პირობები შეუქმნას, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისანი-სამგორის რაიონში, საცურაო კომპლექს "ოლიმპიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფოს ხარჯებით აშენდეს თანამედროვე ტიპის საჩოგბურთო კომპლექსი.

ყველა ის ბავშვი და მწვრთნელი, რომლებიც სანაპიროს კორტებზე ვარჯიშობდნენ, ახალ სარბიელზე განაგრძობენ საქმიანობას. კომპლექსის აშენებამდე ზამთრის პერიოდში მათ საწვრთნელად ორთაჭალის დახურულ კორტებსა და დიდუბის საგამოფენო პავილიონს შევთავაზებთ. კორტების გარდა, აქვე სხვა სპორტული ობიექტებიც აშენდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული