ფედერერი, რომელსაც "დიდი სლემის" ტურნირების მეორე წრეში 50 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს, მესამე რაუნდში ფრანგ ადრიან მანარინოს
მეორე წრეში ნადალმა კიდევ უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე ფედერერმა. ესპანელმა მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ბრაზილიელი როჟერიუ დუტრა და სილვასთვის, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. წესით, ამ ეტაპზე ნადალთან კანადელ ვაშეკ პოსპიშილს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბრაზილიელმა მასთან მატჩში შვიდი სეტბოლი მოიგერია.
რაფამ საათნახევარში 6:2, 6:1, 6:0 მოიგო და წელს ჰარდზე მოგებათა სერია 17 მატჩამდე აიყვანა. მესამე რაუნდში ესპანელს ხორვატ ივან დოდიგთან მოუწევს თამაში, რომელთანაც ორი წლის წინ, მონრეალის მასტერსზე წააგო გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი.
საიუბილეო, 25-ე მატჩი მოიგო "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე ტურნირის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა. მართალია, მან მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, სამაგიეროდ, დანარჩენ სამ სეტში დომინირებდა, რაშიც პირველი მოწოდებით აღებული ქულების 69 პროცენტი დაეხმარა. ფერერის შემდეგი მეტოქე ყაზახი მიხაილ კუკუშკინი იქნება, რომელმაც ანდრეას ჰაიდერ-მაურერი დაამარცხა და პირველად გავიდა აშშ-ის ღია მესამე რაუნდში.
აგრძელებს ამერიკის ღიაზე სენსაციურ გამოსვლას ბრიტანელი დანიელ ევანსი. შეგახსენებთ, რომ ის პირველად მოხვდა ძირითად ბადეში და პირველ წრეში სენსაცია მოახდინა კეი ნიშიკორის დამარცხებით, ახლა კი ყველასთვის უცნობმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.
დენის მორიგი მსხვერპლი გახდა ბერნარდ ტომიჩი. პირველი სეტის შემდეგ ისე ჩანდა, რომ ავსტრალიელი თავის ადგილს მიუჩენდა "თავხედ" ბრიტანელს, მაგრამ პირიქით მოხდა. მეორე სეტში მას აშკარა ჩავარდა ჰქონდა, მესამეში კარგად ითამაშა ბადესთან (19-დან 17 ქულა აიღო), მაგრამ ამანაც არ უშველა, მეოთხე პარტია კი ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა, რადგან ტომიჩი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.
ამერიკის ღიას წინ, უინსტონ-სალემის ტურნირის ფინალი გაელ მონფილსმა ტრავმის გამო ვერ დაასრულა, თუმცა გამოჯანმრთელება მოასწრო და ორი კარგი მატჩი ჩაატარა ნიუ იორკში. ჯონ ისნერთან შეხვედრაში, ის თავის სტილში ძალიან ემოციურ თამაშს აჩვენებდა,
პრაქტიკულად ყველა ბურთისთვის იბრძოდა და თავისი განუმეორებელი მანერით საჩოგბურთო შოუს ქმნიდა. საბოლოოდ, ბევრი ამერიკელი გულშემატკივარი სწორედ მას და არა თავის თანამემამულეს გულშემატკივრობდა. ერთ-ერთი გათამაშების დროს, მონფილსი ოპერატორსაც კი შეეჯახა და კორტზე დაეცა, მაგრამ მალე განაახლა თამაში. და მაინც, გულშემატკივრების ასეთი საქციელით განაწყენებულმა ისნერმა ოთხ სეტში გაიმარჯვა.
II წრე
რიშარ გასკე (საფ, 8)-სტეფან რობერი (საფ) 6:3, 7:5, 7:5; დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 32)-გიიომ რუფენი (საფ) 7:6(4), 1:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:4, 7:6(4), 4:6, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:2, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 7:6(3), 1:6, 7:5, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 18)-დუდი სელა (ისრ) 6:4, 6:4, 6:1; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:4, 6:4, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ) 6:3, 6:7(5), 6:1, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 7)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:3, 6:2, 6:1; ადრიან მანარინო (საფ)-სემ კუერი (აშშ, 26) 7:6(4), 7:6(5), 6:7(5), 6:4; ტომი რობრედო (ესპ, 19)-ფრენკ დანჩევიჩი (კან) 6:4, 6:4, 6:1; დანიელ ევანსი (ბრიტ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 1:6, 6:3, 7:6(4), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 13)-გაელ მონფილსი (საფ) 7:5, 6:2, 4:6, 7:6(4); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:3, 6:2, 5:7, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:1, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-როჟერიო დუტრა სილვა (ბრა) 6:2, 6:1, 6:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აშშ-ის ღია პირველობა: ჯეიმს ბლეიკის დამშვიდობება