"ახლა საბოლოოდ მოვეგე გონს" - ანა ჩაკვეტაძემ სპორტული კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა მეხუთე ნომერმა, რუსმა ანა ჩაკვეტაძემ პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"საკუთარ თავს ვეღარ ვხედავ პროფესიულ ჩოგბურთში. ამიტომაც მზად ვარ გამოვაცხადო: ჩემი კარიერა დასრულებულია.

რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ოდნავ ვაწვალე საკუთარი თავი, მაგრამ ახლა საბოლოოდ გონს მოვეგე. მივხვდი, რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია.

მე ზურგის ქრონიკული ტრავმა მაქვს. ასე რომ, გაჩერება და ახალი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე",
- ამბობს 26 წლის ჩაკვეტაძე.

რუს ჩოგბურთელს კარიერაში WTA-ს რვა ტურნირი აქვს მოგებული, "დიდი სლემის" ჩემპიონატებში კი საუკეთესო შედეგი 2007 წელს
ჰქონდა, როცა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში გავიდა.

იხილეთ ვიდეო
ანა ჩაკვეტაძისა და ვიქტორია აზარენკას ეროტიკული ფოტოსესია
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
მშვენიერი ანა ჩაკვეტაძე
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილი ანა ჩაკვეტაძესთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 3 /
იაკობაშვილი ქარტველი ბიზნესმენია და ჩაკვეტაძე რუსი ჩოგბურთელი.... კარგი თქვენ აგრე წერეთ, ჩვენ რას ვიფიქრებთ ის სხვაა. უკრაინული გვარი თუ გაქვს, მერე თქვი უკრაინელი ვარ_თქო.ენის ცოდნა რა შუაშია, მთავარი გენია... თუმცა ამას ყველა ვერ ხვდება...
0
ანდა კიდევ სხვა ფოტო ვერ იპოვე? ვატყობ ცოტა ხანში თქვენგან მხოლოდ ჩმორები დარჩება!
Shoda
11:53 13-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული