სენსაციური ჭორი: მარია შარაპოვა ფეხმძიმედაა

AutoSharing Option
ამ დღეებში სენსაციური და სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა ბულგარულ პრესაში: რუსული ჩოგბურთის პირველი ნომერი მარია შარაპოვა ფეხმძიმედ არის ბულგარელი ჩოგბურთელისგან გრიგორ დიმიტროვისგან. ძალიან მალე ეს ცნობა მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტაბლოიდმა აიტაცა.

ბუნებრივია, მარიას გუნდს ეს ინფორმაცია უყურადღებოდ არ დაუტოვებია. ჩოგბურთელის აგენტმა მაქს აიზენბადმა ერთ-ერთ გაზეთთან კომენტარში აღშფოთება ვერ დამალა ინტერნეტში გავრცელებული ჭორის გამო.

"მარია ფეხმძიმედ არ არის, - განაცხადა აიზენბადმა. - უკვე ძალიან დავიღალე ამ ინტერნეტ-პორტალებისგან და ჟურნალისტებისგან, რომლებსაც არ ესმით რას ლაპარაკობენ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავრცელებენ ასეთ ინფორმაციებს. ეს
ყველაფერი ძალიან მეზიზღება. უმჯობესია, ჟურნალისტებმა საკუთარ პირად ცხოვრებას მიხედონ".

გაბრიელა საბატინი: ხანდახან ძალით ვაგებდი
ლეგენდარულმა არგენტინელმა ჩოგბურთელმა გაბრიელა საბატინიმ უცნაური ამბის შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ჩაკეტილი და მორცხვი ხასიათის გამო, მას ხშირად შექმნია პრობლემები მთელი კარიერის განმავლობაში. ასე მაგალითად, არგენტინელმა ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ხანდახან სპეციალურად აგებდა მატჩებს, რათა ჟურნალისტებს არ გასაუბრებოდა.

"როცა ახალგაზრდა ვიყავი, ხანდახან სპეციალურად ვაგებდი ტურნირების ნახევარფინალებში, რათა ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ მქონოდა, - მოჰყავს Sky Italia-ს საბატინის სიტყვები. - ხასიათით ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. ამის გამო, მუდმივად პრობლემები მაქვს. ნებისმიერი გადამეტებული ყურადღების შემთხვევაში ნერვიულობას ვიწყებ".

აქტიური კარიერის განმავლობაში საბატინიმ მოიგო 1990 წლის აშშ-ის ღია პირველობა, აგრეთვე უიმბლდონის წყვილთა ტურნირი 1988 წელს შტეფი გრაფთან ერთად. გარდა ამისა, არგენტინელი ზედიზედ 15-ჯერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირებზე მინიმუმ მეოთხედფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წლეულს მარია შარაპოვას კორტზე ვერ ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული