
A-319 Novak Djokovic-ის პირველი რეისი შაბათს, ბელგრადი-აბუ დაბის რეისზე შედგა. ახალი ავიაკომპანია Air Serbia შეიქმნა Etihad Airways-სთან პარტნიორობით.
იტყობინებიან, რომ ჯოკოვიჩი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი ადამიანია, რომლის სახელსაც სერბეთში თვითმფრინავს დაარქმევენ. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის სიტყვებით, მომავალში კიდევ 14 საჰაერო ხომალდს მიენიჭება დიადი სერბების სახელები. თავად ნოვაკმა კი განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ამგვარი ინიციატივით.
“ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემს ქვეყანას ამ მიმართულებით რეპუტაციის აღდგენაში დავეხმარო. მე სიამაყით ვიფრენ Air
აზარენკა ისევ დააფასეს
ზედიზედ მეორე წელია, ბელორუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა WTA-ს პრიზს იღებს ჩოგბურთის განვითარებისთვის შეტანილი წვლილის გამო.
ეს ჯილდო ყოველ წელს გადაეცემა მოთამაშეს, რომელმაც კორტის მიღმა მოღვაწეობითა და საქველმოქმედო საქმიანობით მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა გულშემატკივრებსა და პრესის წარმომადგენლებს შორის ჩოგბურთის განვითარების საქმეში. 2012 წელსაც ეს პრიზი აზარენკას ერგო.
“მინდა მივულოცო ვიქტორიას ბრწყინვალედ ჩატარებული სეზონი და მადლობა გადავუხადო მისი წვლილისთვის ჩვენს პროგრამაში. ვიკა და WTA-ს ყველა მოთამაშე სიამაყით მსახურობს ჩოგბურთის ელჩად და აღმაფრენას აძლევს მომავალ თაობას კორტზე და მის მიღმა საქმიანობით", - განაცხადა WTA-ს პრეზიდენტმა სტეისი ალასტერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"