
ჯოკოვიჩმა ოთხჯერ ჩააბარა ბიოლოგიური ანალიზი იმისთვის, რომ სინჯი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო. დოპინგ-კონტროლის გამო ნოვაკმა ვერ უქომაგა თავის გუნდს წყვილთა მატჩის დროს.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ნოვაკ ჯოკოვიჩმა მკვეთრად გააკრიტიკა ანტისადოპინგო სააგენტო სერბ ჩოგბურთელ ვიქტორ ტროიცკისთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"