ვიქტორია აზარენკას ვარდები

AutoSharing Option
ქალაქ ნეშვილში ამერიკულმა ფირმამ, რომელიც ყვავილების მოშენებაზე სპეციალიზდება, ვარდის ახალი ჯიში გამოიყვანა და მას სახელი WTA-ს რეიტინგის მეორე ნომრის, ბელორუსი ვიქტორია აზარენკას საპატივცემულოდ დაარქვა.

"სალამი, ვიკა. მე ვმუშაობ ყვავილების მოშენების კომპანიაში. ჩვენ ვარდის ერთ-ერთ ჯიშს შენს საპატივცემულოდ დავარქვით VA-VA VICTORIA", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ვინმე ბრედ ჰანტერმა.

"ბრწყინვალეა!" - მაშინვე გამოეხმაურა ამ ამბავს აზარენკა.

ფედერერის მიზანი მილიონია
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა თავისი საქველმოქმედო ფონდის მუშაობის შესახებ განაცხადა. ეს ფონდი აფრიკაში ღარიბი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს ეხმარება.

"ახალგაზრდობაში ხშირად ჩამოვდიოდი სამხრეთ აფრიკაში
საკუთარი ოჯახის წევრების მოსანახულებლად, - ამბობს ფედერერი. - და ყოველ ჯერზე სამყაროს სხვა თვალით ვუყურებდი. მესმოდა, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს გაჭირვებაში, ჩემი მშობლები კი ყოველთვის მიყვებოდნენ - სინამდვილეში როგორ იყო საქმე".

"დღეს ჩემი საქველმოქმედო ფონდი განათლების მიღებაში ეხმარება წელიწადში 80 ათას ბავშვს. ჩვენი მიზანია - 2018 წლისთვის ეს რიცხვი მილიონამდე გავზარდოთ. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია", - დაამატა 32 წლის ჩოგბურთელმა.

მარეის სასტუმრო აპრილში დაიწყებს
ბრიტანელი ჩოგბურთელის, ენდი მარეის სასტუმრო, რომელიც მისი მშობლიური დანბლეინიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, 2014 წლის აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

სასტუმრო Cromlix-ში, რომელიც მარეიმ წლის დასაწყისში შეიძინა, ათი საბაზო ნომერი იქნება, აგრეთვე, რამდენიმე ოთახი, რომლებსაც გამოჩენილი შოტლანდიელების სახელები მიენიჭა: სერ არტურ კონან დოილის, უილიამ უოლესის, მეფე რობერტ I-ის, სერ შონ კონერის და სხვების.

ასევე, სასტუმროში იმუშავებს ვისკი-ბარი, სალოცავი, საჩოგბურო კორტი. Cromlix-ის მომსახურე პერსონალი 40 კაცისგან იქნება შემდგარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა შევას და რონალდოს მოუგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული