მარია შარაპოვა: პატივისცემა მხოლოდ კორტზე

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ აღიარა, რომ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ამერიკელ სერენა უილიამსს მხოლოდ კორტზე სცემს პატივს, მაგრამ მოედნის მიღმა ყველაფერი სხვანაირადაა. ასევე, მარია აცხადებს, რომ ყოველთვის სიმართლეს ეუბნება ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, სერენამ არაკორექტულად მოიხსენია შარაპოვას ბოიფრენდი, ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი, როცა მას უწოდა - "ბიჭი შავი გულით". პასუხად, მარიამ მიანიშნა სერენა უილიამსის რომანზე ფრანგ მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუსთან.

"მე არაფერი მითქვამს ისეთი, რაც ტყუილი იქნებოდა, არ გამითქვამს არავის საიდუმლო. მე ვთქვი ის, რაც ყველამ ისედაც შესანიშნავად იცის, თუმცა არ
ელოდებოდნენ, რომ სწორედ ჩემგან მოისმენდნენ ამას. ძალიან დიდი პატივს ვცემ სერენას მოედანზე, მაგრამ კორტის მიღმა ყველაფერი სხვანაირადაა...

ძალიან ხშირად ჩემი კარიერის დროს, დუმილს ვარჩევდი, მაგრამ მე გადაშლილი წიგნივით ვარ. არასოდეს ვიტყუები პრესკონფერენციებზე. არ ვთამაშობ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას. პატივისცემას გამოვხატავ მაშინ, როცა ღირს ამის გაკეთება. ცუდად ვლაპარაკობ საკუთარ თამაშსა და საკუთარ თავზე, როცა ამას რეალურად ვიმსახურებ. მე ძალიან გულახდილი ვარ"
, - ამბობს შარაპოვა.

ჯოკოვიჩი უკმაყოფილოა
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციასთან (ATP) არსებულ მოთამაშეთა საბჭოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ საბჭოს ხელმძღვანელი ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გახლავთ.

"როცა ივან ლუბიჩიჩი ედგა სათავეში ამ ორგანიზაციას, გადაწყვეტილებათა უმრავლესობა სხვა ტოპ-მოთამაშეების აზრთა გათვალისწინებით მიიღებოდა. ლუბიჩიჩი ამბობდა: "შენი ხმა მნიშვნელოვანია. თქვი, რას ფიქრობ, რადგან ეს ყველას გვაინტერესებს". ყველა მოთამაშეს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება"
, - აცხადებს ჯოკოვიჩი ამერიკული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიქტორია აზარენკას ვარდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული