ჩოგბურთში მატჩების ჩაწყობაზე სიმკაცრეა

AutoSharing Option
ესპანელი ჩოგბურთელი გილერმო ოლასო ხუთწლიანი დისკვალიფიკაციით და 25 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისაჯა ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო.

ამ მომენტისთვის, ოლასოს 236-ე ადგილი უკავია მსოფლიოს რეიტინგში. ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა (TIU), რომელიც ჩოგბურთში ჩაწყობილ თამაშებს ებრძვის, ოლასოს მონაწილეობა გარიგებულ შეხვედრებში 2010 წელს დააფიქსირა.

"ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია დაუყოვნებლივ შედის ძალაში. ეს ნიშნავს, რომ გილერმო ოლასოს ეკრძალება ნებისმიერი დონის ტურნირში მონაწილეობა, რომელიც ორგანიზებული იქნება პროფესიული ჩოგბურთის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ.

დისკვალიფიკაციის ვადის ბოლო 18 თვე გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე გაივლის კორუფციასთან ბრძოლის პროგრამას, აგრეთვე,
დათქმულ ვადებში გადაიხდის ჯარიმას და დისკვალიფიკაციის პერიოდში არ დაარღვევს სხვა წესს"
, - ამბობს TIU-ს წარმომადგენელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული