ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობაში 16 იანვარს ჩაებმება

AutoSharing Option
მელბურნში გრძელდება ჩოგბურთელთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა (საპრიზო ფონდი 33.000.000 დოლარი).

ერთეულთა თანრიგში ძირითადი ბადის პირველსავე წრეში გამოეთიშა შეჯიბრებას ანა ტატიშვილი (უფრო ადრე გადაინაცვლა მაყურებლებში სოფიო შაფათავამ). სამაგიეროდ, ტურნირში 16 იანვარს ჩაებმება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად წყვილებში მოსინჯავს ძალებს.

ოქსანა მსოფლიო რეიტინგით 57-ე ადგილზეა, მისი მეწყვილე - 74-ეზე, თუმცა მათ უფრო ძლიერი მეტოქეები ეყოლებათ - ერთეულებში მე-20 და წყვილებში 55-ე რუსი სვეტლანა კუზნეცოვა და ერთეულებში მე-17 და წყვილებში 46-ე სამანტა სტოსური (ავსტრალია).

როგორც
ვხედავთ, წყვილთა კლასიფიკაციით მათ შორის დიდი სხვაობა არ არის. ამიტომ ამ ორი ტანდემის პაექრობა დაძაბული და საინტერესო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული