როჯერ ფედერერს დევისის თასი მოეწონა

AutoSharing Option
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ დევისის თასზე მსოფლიო ჯგუფის მეოთხედფინალშიც დაეხმარება თავის გუნდს. შვეიცარიის ნაკრები 4-6 აპრილს საკუთარ მოედანზე მიიღებს ყაზახეთს.

"მე ვითამაშებ აპრილში ჩემს მეგობრებთან ერთად", - დაწერა თავის "ტვიტერზე" შვეიცარიელმა. შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა 3:2.

დევისის თასი ერთ-ერთი იშვიათი პრიზია, რომელიც არ მოიპოვება ლეგენდარული ფედერერის კოლექციაში.

გაზაფხულზე ნოვაკის ქორწილია
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის თაყვანისმცემლებს აცნობა, რომ უკვე გაზაფხულზე აპირებს თავის მეგობარ გოგონაზე, ელენა რისტიჩზე დაქორწინებას.

"ელენა, დატკბი მომენტით, სანამ შეგიძლია. რამდენიმე თვის შემდეგ შენს
გვარს ჯოკოვიჩზე გაცვლი"
, - ასეთი სიტყვები წარმოთქვა ნოვაკმა ერთ-ერთ სერბულ სატელევიზიო შოუში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჯოკოვიჩისა და რისტიჩის ქორწილი შემოდგომაზე იგეგმებოდა.

ისინი ერთმანეთს რვა წელია ხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული