განახლებული რეიტინგები და ქართველების სატურნირო მარშრუტები

AutoSharing Option
10 ნოემბერს ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. გაგაცნობთ ქართველთა მაჩვენებლებს:

ქალები. ერთეულთა თანრიგი. 221 (210). სოფიო შაფათავა (233 ქულა), 319 (313). ეკატერინე გორგოძე (122), 426 (436). სოფიო ქვაცაბაია (72), 442 (446). ოქსანა კალაშნიკოვა (67), 691 (696). მარიამ ბოლქვაძე (25), 748 (753). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (21), 1156 (1160). თამარ კუტუბიძე (5). 1236 (1238). თამარ ჭალაგანიძე (3).

წყვილები. 74 (73). კალაშნიკოვა (1125), 177 (173). შაფათავა (341), 413 (406). გორგოძე (106), 436 (434). ქვაცაბაია (96), 852 (952). ბოლქვაძე (16), 1173 (1168). ჭალაგანიძე
(7).

ვაჟები. 219 (213). ნიკოლოზ ბასილაშვილი (233), 576 (576). ალექსანდრე მეტრეველი (52), 863 (862). გიორგი ცივაძე (18), 1097 (1099). გიორგი ჯავახიშვილი (8), 1398 (1396). ალექსანდრე ბაკში (3), 1706 (1705). ირაკლი მეტრეველი (1).

მიმდინარე კვირას რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი უცხოურ ტურნირებში გამოცდის ძალებს. შარმ ელ შეიხში (ეგვიპტე) დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

ძირითად ბადეში თამაშის უფლება ეკატერინე გორგოძეს რეიტინგით ერგო, სოფიო ქვაცაბაია კი იქ მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება. პირველ წრეში მან ანა პრიბილოვას (რუსეთი) მოუგო - 6:3, 6:0. მთავარ ტურნირში მოსახვედრად იანა ფეტს (ხორვატია) დაუპირისპირდა.

ამ უკანასკნელმა ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:2. გუშინ ფეტმა ქვაცაბაიაც დაამარცხა, ოღონდ მშრალი ანგარიშით - 6:0, 6:0 და მთავარ ბადეში გააღწია, სადაც მერვე ნომრად განთესილ სარა სორიბას ტორმოს (ესპანეთი) შეხვდება. გორგოძე სტარტზე ესპანელ ნურია პარიზას დიასთან (ესპანეთი) გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რუსებს - ანასტასია და ანა პრიბალოვებს შეხვდებიან.

შარმ ელ შეიხის ტურნირის კვალიფიკაციაში მონაწილეობდა თამარ ჭალაგანიძე, რომელიც სტარტზევე კრისტიანა ფერანდოს (იტალია) დანებდა - 3:6, 0:6.

მინსკის ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგის რეიტინგფავორიტია თბილისელი სოფიო შაფათავა, რომელიც სტარტზე მასპინძელ სვიატლანა პირაჟენკას შეხვდება. წყვილებში ჩვენებური ოლგა როდოშინასთან (რუსეთი) ერთად მესამე ნომერია და პირველ წრეში გზიდან უკრაინელი დების - ელიზავეტა და ოლგა იანჩუკების ჩამოშორებას შეეცდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთელ ვაჟთა ბრეშას (იტალია) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 45.000 ევრო) საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ წრეში ლუკა ტომასეტო (იტალია) დაამარცხა, მე-2 წრეში ლიუბომირ გელებიჩს (ჩერნოგორია) აჯობა - 6:4, 4:6, 6:1. მთავარ ბადეში მოსახვედრად მირზა ბასიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) უნდა გაისტუმროს ტრიბუნებზე.

ანტალიაში ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში მოსინჯავს ძალებს ალექსანდრე მეტრეველი. მას განთესვით მერვე ნომერი აქვს. პირველ წრეში ყაზახი დენის ევსეევი ეყოლება მეტოქედ. წყვილებში მეტრეველი გლებ ალექსეენკოსთან (უკრაინა) არის შეამხანაგებული და დიმიტარ გრაბულისა (მაკედონია) და დენის მილოკოსტოვის (უკრაინა) ტანდემს დაუპირისპირდება.

ანტალიაშივე ქალთა 10.000-იან ტურნირში ჩაებმება მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი. სტარტზე მისი მეტოქეა მესამე ნომრად განთესილი ირინა მარია-ბარა (რუმინეთი). წყვილებში ჩახნაშვილი და ამინატ კუშხოვა (რუსეთი) გერმანელებთან - ნორა ენგელმანსა და კატარინა ჰერინგთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული