ამ ფაქტის შესახებ ფინალის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში ცნობილმა ბრიტანელმა საჩოგბურთო მიმომხილველმა ბენ როტენბერგმა დაწერა.
"ენდი უკვე გაფრინდა, მაგრამ პრიზი დაავიწყდა და არავინ იცის, სად არის ის. ძებნა გრძელდება, - წერს როტენბერგი. - ეს ამბავი სულ უფრო ქაოტურ ხასიათს იღებს. ეძებენ ყველა სკამისა თუ სავარძლის ქვეშ. ჯერჯერობით ახალი არაფერია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"