ნოვაკ ჯოკოვიჩი: მზად ვარ, ენდი მარეის ველაპარაკო

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს არ მიაჩნია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ მისი ურთიერთობა ენდი მარეისთან გაფუჭდა.

"მგონია, რომ ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. გასაგებია, რომ ახლა არ ღირს ამ თემის წამოწევა, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა.

ის ძალიან განაწყენებული იყო მარცხის გამო. დროა საჭირო იმისთვის, რომ სინანულის გრძნობა გაქრეს. თუ ენდი მოისურვებს ამის შესახებ ლაპარაკს, მე მზად ვარ. დასამალი არაფერი მაქვს.

არ მივეკუთვნები ისეთ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ლაპარაკობენ ზურგსუკან, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ა
დამიანს, რომელსაც მრავალი წელია კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ.

არ მინდა, ის დავადანაშაულო სიტუაციის დაძაბვაში. იმედია, ჩვენი ურთიერთობა არ გაფუჭდება.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ეს ურთიერთობა მართლაც შეიცვალა, მაგრამ კარგი გაგებით - ჩვენ პრინციპული მეტოქეები გავხდით.

დღეს არც ისე ბევრ დროს ვატარებთ ერთად, რადგან მას თავისი გუნდი ჰყავს, მე - ჩემი. შესაძლოა, როცა ის იქორწინებს და მამა გახდება, ყველაფერი შეიცვალოს. ვნახოთ.

მართლაც მიმაჩნია როჯერი, რაფა და ენდი ჩემს მეგობრებად. მათ უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემს მშობლებსა და ხანდახან მეუღლესაც კი. ჩვენ მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა.

მეტოქეები ვართ და არ დავდივართ ერთად სავახშმოდ, არ ვლაპარაკობთ პირადზე, რადგან ხვალ ისევ მოგვიწევს ერთმანეთის წინააღმდეგ კორტზე გასვლა.

დღეს არ შეგვიძლია ახლო მეგობრები ვიყოთ, მაგრამ მთავარია, ადამიანებად დავრჩეთ", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იცით რა მიკვირს მარტო ჯოკოვიჩი რომ გახხსენდებათ და ამას წერთ რატომ ჯერ იმას არ წერთ რის საპასუხოდ იძახის ამას ეს აფერისტი ჯოკოვიჩი?
brola
13:02 07-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული