ენდი მარეიმ დაისვენა და მოგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგების შემდეგ გუშინ, პირველად გამოჩნდა კორტზე ბრიტანელი ენდი მარეი. ის მერვედფინალიდან ჩაება როტერდამის ტურნირში, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა შეიკრიბა - ჰოლანდიაში პირველობისთვის პრეტენზიას აცხადებენ მილოშ რაონიჩი, ტომაშ ბერდიხი და გრიგორ დიმიტროვი.

მარეი გუშინ ფრანგ ვეტერანს ნიკოლა მაუს ხვდებოდა. ბრიტანელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა მნიშვნელოვან მომენტებში. მაგალითად, მეტოქის ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი მოიგერია. ერთადერთი ბრეიკი მაუმ მაშინ გააკეთა, როცა მეორე პარტიაში 5:0-ზე ენდი მატჩზე აწვდიდა. საბოლოოდ, ბრიტანელმა ამის გაკეთება მეორე ცდაზე შეძლო და საათი და 33
წუთი ბრძოლის შემდეგ 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

მარეი მეოთხედფინალში კანადელ ვასეკ პოსპიშილს შეხვდება.

როტერდამში თამაშობს ავსტრალიის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერის მძლეველი ანდრეას სეპი. იტალიელს ძალიან გაუჭირდა მასპინძელი რობინ ჰაასეს ბარიერის გავლა. მატჩი ორი საათი და 14 წუთი გაგრძელდა და სეპიმ 11 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გარდასახა მომგებიან ქულაში - 6:7(5), 6:3, 6:3. ახლა, აპენინელი ნახევარფინალში გასასვლელად ტურნირის მოქმედ ჩემპიონ ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული