"განვიხილავ ამ შესაძლებლობას და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე თამაშის იმედი მაქვს. ძალიან მინდა ამ ოცნების ასრულება. მართალია, ერთეულებში დიდი ხანია აღარ გამოვდივარ, მაგრამ ვაგრძელებ საგამოფენო მატჩებში მონაწილეობას და რჩევა-დარიგებებს ვაძლევ ზოგიერთ მოთამაშეს. ვნახე ახალი ჩოგნები და გავიფიქრე - რატომაც არა!
ჩოგბურთში მუშაობის მეორე ვარიანტია - ისევ გავხდე მწვრთნელი", - განაცხადა შვეიცარიელმა.
შეგახსენებთ, რომ მარტინა ჰინგისმა წელს ავსტრალიის ღია პირველობის მიქსტი მოიგო ინდოელ ლეანდერ პაესთან ერთად.