გუშინ, მან წყვილების ფინალში ტაივანელ ჩან იუანთან ერთად საათსა და ექვს წუთში დაამარცხა ჩეხების წყვილი ლუსი ჰრადეცკასა და კატერინა სინიაკოვას შემადგენლობით - 6:3, 6:2.
რაც შეეხება მიქსტს, აქაც ჩემპიონები გახდნენ ჰინგისი და ბრიტანელი ჯეიმი მარეი, რომლებიც პირველ ნომრად იყვნენ განთესილები. მათ ტაივანელი ჟან ჰაოჩინი და ზელანდიელი მაკლ ვინუსი დაამარცხეს - 6:1, 4:6, 10:8.
შეხვედრა საათი და 9 წუთი გაგრძელდა. მარტინასთვის და ჯეიმისთვის ეს ზედიზედ მეორე ტიტულია
* * *
აშშ-ის ღიაზე დასრულდა მამაკაცთა წყვილების ტურნირიც. ფინალში ჟან-ჟულიენ როჟერისა და ჰორია ტეკაუს დუეტმა გაიმარჯვა. ჰოლანდიელმა და რუმინელმა 6:4, 6:3 მოუგეს ესპანელებს - ფელისიანო და მარკ ლოპესებს. შეხვედრა საათი და 27 წუთი გრძელდებოდა.
ტეკაუმ და როჟერმა პირველად მოიგეს აშშ-ის ღია პირველობა. ტურნირის მსვლელობისას, მათ დაამარცხეს პირველი ნომრები - ჰენრი კონტინენი და ჯონ პირსი.
2015 წელს ამ წყვილს მოგებული აქვს უიმბლდონი, 2016 წელს - წლის შემაჯამებელი ტურნირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"