მორიგი ტურნირი, რომელშიც ლეგენდარული ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას, დუბაიში 23 თებერვალს დაიწყება. ამის შემდეგ როჯერი ითამაშებს ინდიან უელსის "მასტერსზე", სადაც შარშან ფინალამდე მიაღწია, თუმცა გამოტოვებს მაიამის "მასტერსს".
როლან გაროსის წინ, ფედერერი გრუნტის სამივე "მასტერსზე" ითამაშებს - მონტე კარლოში, მადრიდსა და რომში, უიმბლდონის წინ კი მას ტრადიციულად ვიხილავთ ჰალეს ტურნირზე.
"სავარჯიშო პროცესს ორი დღის წინ დავუბრუნდი. მოუთმენლად ველოდები ტურნირებზე დაბრუნებას. ვეცდები წარმატებული სეზონი ვითამაშო", - დაწერა სოციალურ ქსელში ფედერერმა.
როჯერის ტურნირების განრიგი:
12 მარტი - ინდიან უელსი
12 აპრილი - მონტე კარლო
3 მაისი - მადრიდი
10 მაისი - რომი
24 მაისი - როლან გაროსი
15 ივნისი - ჰალე
29 ივნისი - უიმბლდონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"