მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სპორტში დაბრუნდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ნომერი, ჩეხი ნიკოლ ვაიდიშოვა, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სპორტში, მექსიკის ქალაქ მონტერეიში WTA-ს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

მან ორგანიზატორებისგან "უაილდ-ქარდი" მიიღო.

ვაიდიშოვასთვის ეს იქნება პირველი პროფესიული ტურნირი დაბრუნების შემდეგ. აქამდე ის მხოლოდ ITF-ის შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას.

მონტერეის ტურნირი 2 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული