ვიქტორია აზარენკას ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ბელორუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ განაცხადა, რომ მისი ახალი მწვრთნელია ბელგიელი ვიმ ფისეტი, - ამის შესახებ დაწერა WTAtennis.com-მა.

მანამდე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც ახლა 50-ე ადგილზეა ქალთა კლასიფიკაციაში, ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრანგ სპეციალისტთან, სემ სიუმიკთან. ის დღეს კანადელ ეჟენი ბუშართან თანამშრომლობს.

"მოგესალმებით ჩვენს გუნდში, ვიმ!" - დაწერა აზარენკამ საკუთარ "ტვიტერზე".

ვიქტორიამ ბოლო ტურნირი WTA-ს ტურში 2013 წლის აგვისტოში მოიგო. სულ მის აქტივში 17 ტიტულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული