შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ 2015 წელს მონაწილეობას არ მიიღებს დევისის თასის გათამაშებაში. შეგახსენებთ, რომ ლეგენდამ 2014 წელს შვეიცარიის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა მამაკაცებს შორის გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.
"გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა. უკვე დიდი ხანია ვთამაშობ და სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ შარშანდელი მოგების შემდეგ შემიძლია გავაკეთო ის, რასაც მოვისურვებ. უნდა გითხრათ, რომ ეს იყო დიდი ტვირთი ჩემთვის მთელი კარიერის განმავლობაში და ის ბევრ პრობლემას ქმნიდა, ვიდრე სხვა რამეები ცხოვრებაში", - განაცხადა ფედერერმა.
2015 წლის დევისის
თასზე პირველ რაუნდში შვეიცარიის მეტოქე იქნება ბელგია. მატჩი 6-8 მარტს ლიეჟში გაიმართება.