ქალები. 221 (214). სოფიო შაფათავა (223), ეკატერინე გორგოძე (111), 365 (394). სოფიო ქვაცაბაია (92), 520 (526). ოქსანა კალაშნიკოვა (45), 694 (690). მარიამ ბოლქვაძე (23), 900 (899); მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (12), 1123 (1122). თამარ კუტუბიძე (5), 1208 (1208). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 73 (73). კალაშნიკოვა (1050), 225 (229). შაფათავა (258), 266 (268). გორგოძე (201), 849 (849). ბოლქვაძე (21), 1190 (1187). ჭალაგანიძე (6).
ვაჟები. 183 (182).
მიმდინარე კვირას სოფიო შაფათავა კუალა ლუმპურის (მალაიზია) ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება, მაგრამ სტარტზევე პოლონელ მაგდა ლინეტესთან დამარცხდა - 3:6, 5:7.
ჩვენებურმა ვერც წყვილებში იყოჩაღა: იაპონელ მისა ეგუჩისთან შეამხანაგებულმა პირველსავე წრეში ჩინელების - ჟაო ხუან იანისა და ლინ ჟუს დუეტთან წააგო - 1:6, 6:3, 6:10.
ალექსანდრე მეტრეველი ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) იასპარეზებს. ერთეულთა თანრიგში იგი გერმანელ ტომ შონენბერგს დაუპირისპირდება, წყვილებში უზბეკ სანჯარ ფაზიევთან ერთად მეოთხე ნომრად განთესილ ავსტრიელებს - ლუკას იასტრაუნიგსა და ნიკოლას რეისიგს გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"