მარტინა ჰინგისმა მეწყვილე შეიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარტინა ჰინგისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტაბილურობისა და მდგრადი ხასიათის მხრივ საკმაოდ მოიკოჭლებს.

გასულ კვირას მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდა, ამ სეზონში წყვილებს შორის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვდეს იტალიელ ფლავია პენეტასთან ერთად. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მარტინა WTA-ს ტურნირებზე ინდოელ სანია მირზასთან ერთად გააგრძელებს გამოსვლას.

საინტერესოა, რომ პენეტას ახალი მეწყვილე გახდება მირზას ყოფილი პარტნიორი, ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული