ტოპ-ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი ინდიან უელსისთვის ინდივიდუალური გრაფიკით ემზადება, თუმცა ზოგიერთები ჩავიდნენ მალაიზიასა და მექსიკაში სათამაშოდ. მაგალითად, მონტერეიში ვიხილეთ ანა ივანოვიჩი და სარა ერანი. თან სერბს აქ ტიტული ჰქონდა დასაცავი.
რა თქმა უნდა, ყველა სწორედ ივანოვიჩისა და ერანის ფინალს ელოდა, მაგრამ ორივემ წააგო ნახევარფინალი. ფრანგმა კაროლინ გარსიამ ძალიან დამაჯერებლად მოუგო
აკაპულკოში შვეიცარიელმა გაანადგურა ფრანგი - 6:3, 6:0, სამაგიეროდ, მონტერეის ფინალი უფრო საინტერესო გამოვიდა. პირველ პარტიაში გარსია უკეთ თამაშობდა და დამსახურებულად დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კაროლინმა შეცდომების დაშვება დაიწყო და მეტოქეს ინიციატივის მოპოვების საშუალება მისცა.
ფინალი ორი საათი და 30 წუთი გაგრძელდა და ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე დასრულდა. მესამე სეტი თანაბარი გამოვიდა. გარსიას ბევრი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საჭირო მომენტებში ბაშჩინსკი შესანიშნავად აწვდიდა და ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო - 4:6, 6:2, 6:4.
* * *
თავისი ვარსკვლავები კუალა ლუმპურის ტურნირსაც ჰყავდა - კაროლინ ვოზნიაცკი და საბინა ლისიცკი, თუმცა მხოლოდ დანიელმა ჩოგბურთელმა გაამართლა გაცემული ავანსები. სკანდინავიელი ობიექტურად ერთი თავით მაღლა იდგა თითქმის ყველა მონაწილეზე, თუმცა ამ უპირატესობას დამტკიცება უნდოდა.
ნახევარფინალამდე ვოზნიაცკიმ არც ერთ მეტოქეს ხუთზე მეტი გეიმი არ დაუთმო, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ალექსანდრა დულგერუსთან რთული გამოდგა. რუმინელმა, რომელმაც პირველ რაუნდში ლისიცკი დაამარცხა, პირველი სეტი მოუგო დანიელს, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში კაროლინის უპირატესობა აშკარა იყო - 4:6, 6:2, 6:1.
მონტერეი (მექსიკა)
ფინალი
ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 4)-კაროლინ გარსია (საფ, 3) 4:6, 6:2, 6:4.
კუალა ლუმპური (მალაიზია)
ფინალი
კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალექსანდა დულგერუ (რუმ) 4:6, 6:2, 6:1.