სამი დღის წინ, ქალაქ ბრისბენში ნახევრადსაშუალო წონაში აზიის ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული ბრძოლა მსაჯების ერთულოვანი გადაწყვეტილებით მორალდეს გამარჯვებით დასრულდა. სმიტმა მოგება მიულოცა ფილიპინელს, რის შემდეგაც გასახდელში გავიდა. იქ ავსტრალიელმა თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. მოკრივე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ბრძოლიდან ორი დღის თავზე გარდაიცვალა.
მორალდესთან წაგება პირველი იყო სმიტისთვის პროფესიულ რინგზე. მანამდე მან ზედიზედ 12 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 10 - ნოკაუტით.
სმიტის დაღუპვამ დიდი რეზონანსი
"მიგვაჩნია, რომ სპორტის ეს ეგრეთ წოდებული სახეობა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს უმოწყალოდ ურტყამენ იმისთვის, რომ ბრძოლა მოიგონ, ველურობას ჰგავს", - განაცხადა რადმა.
მან აგრეთვე აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ კრივში არ არის დაშვებული წელს ქვემოთ დარტყმები, ამასთან, "დაშვებულია დარტყმა სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც მხრების ზემოთ მდებარეობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"