თურმე 15-წლიანი დისკვალიფიკაციაც არსებობს

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტომ 15-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა მსოფლიოს ყოფილი 77-ე ჩოგანი უეინ ოდესნიკი. ჩოგბურთელის დისკვალიფიკაციის ვადა 2030 წლის 29 იანვარს ამოიწურება, როცა ოდესნიკი 44 წლის იქნება.

გასული წლის 14 და 17 დეკემბერს, აგრეთვე ამა წლის 12 იანვარს ოდესნიკის დოპინგ-სინჯებში აღმოაჩინეს მეტაბოლიტი - მეთენოლონი. ამერიკელს ერთი ძველი ცოდვაც აქვს - 2010 წელს ის ზრდის ჰორმონების შენახვისთვის დასაჯეს.

ოდესნიკი, რომელიც მსოფლიოს 267-ე ჩოგანია, 2009 წელს ჰიუსტონის ტურნირის ფინალში გავიდა. გარდა ამისა, ამერიკელს მოგებული აქვს "ჩელენჯერის" სერიის ოთხი ტურნირი. 2008 წელს უეინმა
როლან გაროსის მესამე წრემდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული