ციხე კორტზე სექსისთვის - ბობ ჰიუიტი გაუპატიურების და ძალადობის ბრალდებით დააკავეს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში ხუთგზის ჩემპიონი ბობ ჰიუიტი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Associated Press-ი.

გუშინ გაიმართა სასამართლო სხდომა, რომლის დროსაც მოსამართლე ბერტ ბამმა განაცხადა, რომ სამი დაზარალებული ქალი სიმართლეს ლაპარაკობდა. მათი ჩვენებების იდენტურობა იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ჰიუიტი წინასწარ შედგენილი გეგმით მოქმედებდა. ბამმა ყოფილი ჩოგბურთელის დაკავების ბრძანება გასცა. თავად ჰიუიტი ბრალს არ აღიარებს.

ამა წლის თებერვალში 75 წლის ჩოგბურთელის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა ქალმა, რომელსაც ჰიუიტი 90-იან წლებში საჩოგბურთო გაკვეთილებს
უტარებდა. მისი სიტყვებით, ბრალდებული მას 14-დან 17 წლის ასაკამდე ავარჯიშებდა და ერთხელ პირდაპირ კორტზე გააუპატიურა მოსწავლე.

უფრო ადრე ჰიუიტის წინააღმდეგ ორჯერ აღიძრა საქმე ანალოგიური ბრალდებით, 2012 წელს კი ჩოგბურთელი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზიდან გარიცხეს, რომლის წევრი 1992 წლიდან იყო.

ჰიუიტი "დიდი სლემის" ტურნირების ცხრაგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში, აქედან ხუთჯერ უიმბლდონზე გაიმარჯვა. 1964 წლამდე ის ტურნირებზე ავსტრალიას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული