მარიამ ბოლქვაძემ ერთეულებში ეგვიპტის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) შესანიშნავად ითამაშა თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც მე-7 ნომრად იყო განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგით 702-ეა, მაგრამ კლასიფიკაციაში 357 საფეხურით წინ მდგომ მეტოქესაც მოუგო. მარიამმა ხუთ შეხვედრაში ისე გაიმარჯვა, რომ სეტიც არ დაუთმია.

ჩვენებურმა ზედიზედ სძლია ანგელინა ფიოდოროვას (რუსეთი) - 6:0, 6:0, ინდია მაჯენს (ბელგია, 792-ე) - 6:1, 6:1, რეიტინგფავორიტ მარგალიტა ლაზარევას (რუსეთი, 345-ე), მე-4 ნომერ ეკატერინა იაშინას (რუსეთი, 422-ე), გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომერ ლინა ჯორჩესკას (მაკედონია, 402-ე) აჯობა 6:1,
6:4 და პირველი პრიზი მოიპოვა.

წყვილებში ბოლქვაძე იულია ბრიზგალოვასთან (რუსეთი) ერთად ცდიდა ძალებს. სტარტზე მათ ჩინენ ნდიდი (ნიგერია) და უშა სუჰალი (პაკისტანი) დაჯაბნეს - 6:2, 6:2, შემდეგ მესამე ნომრად განთესილ არაბელა ფერნანდეს რაბენერსა (ესპანეთი) და ადრიანა ლეკაჯს (ხორვატია) მოუგეს - 4:6, 6:4, 10:4. ნახევარფინალში ქართულ-რუსული ტანდემის წინსვლა ლინა ჯორჩესკამ (მაკედონია) და იულია ტერზისკამ (ბულგარეთი) შეაჩერეს - 7:5, 6:1. ფინალში ამ დუეტმა ვიქტორია კულიკი და კაროლინა სილვანოვიჩი (ორივე-პოლონეთი) მშრალზე დასვა - 6:0, 6:0.

კატოვიცეში (პოლონეთი) ჩოგბურთელ ქალთა 250.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, მაგრამ სტარტზევე შვედ სუსანა სელიკთან დამარცხდა - 5:7, 4:6.

წყვილებში კალაშნიკოვა კატალინა მაროშისთან (უნგრეთი) ერთად ტატიანა ბუას (არგენტინა) და დანიელა სეგუელას (ჩილე) დუეტს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული