გუშინ გაირკვა, რომ ჰინგისი აპირებს, ფედერაციის თასზე დაეხმაროს შვეიცარიის ნაკრებს.
ამ გუნდს მსოფლიო ჯგუფის პლეი ოფში პოლონეთში მოუწევს თამაში ადგილობრივ ნაკრებთან.
34 წლის ჰინგისისთვის ეს არის პირველი გამოჩენა ნაკრებში 1998 წლის შემდეგ. ასევე შვეიცარიის გუნდში ვიხილავთ ქვეყნის პირველ ჩოგანს, ტიმეა ბაშჩინსკის, მეორე ნომერი ბელინდა ბენჩიჩი კი გამოტოვებს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ ფედერაციის თასზე თამაში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლებას
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"